ხარკოვის მერობის კანდიდატი, 68 წლის იური კროლი კიევში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს. მერობის კანდიდატი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.
მოსკოვში, დიდ სპორტული არენა "ლუჟნიკზე" ხანძარია. ფოტოებზე, რომლებიც სოციალურ ქსელში ქვეყნდება, ჩანს სქელი, შავი კვამლი, რომელიც სტადიონიდან ამოდის.
რუსეთის ტელეარხ НТВ-ს გადამრები ჯგუფი კიშინიოვის ეროპორტში საბაჟო პოლიციამ დააკავა და ქვეყანა დაატოვებინა. ქვეყნიდან ჟურნალისტების გაძევების გადაწყვეტილება მათი დაკითხვის შემდეგ მიიღეს.
საფრანგეთი, გერმანია, ყატარი, საუდის არაბეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ სირიაში რუსეთის ქმედებას "ექსტრემიზმის გაღვივებას" უწოდებენ. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საფრანგეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა.
ჟიტომირში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი იმყოფებოდა და აცხადებს, რომ 9 ოქტომბრიდან კიევი-ჟიტომირის მარშრუტზე გზას მთლიანად ახალი პატრული გააკონტროლებს, ხოლო 2016 წლის თებერვლიდან ახალი პატრული ქალაქ ჟიტომირშიც ამოქმედდება.
ბოლო მონაცემებით (CNN), 10 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა მას შემდეგ, რაც ორეგონის შტატის ქალაქ როუზბურგის კოლეჯის კამპუსში უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.
რუსეთის სამხედრო ავიაციამ სირიაში პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ოპოზიციის განლაგებები დაბომბა და არა "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები, როგორც ეს რუსულ და ზოგიერთ ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა.
ამერიკელი ჟურნალისტები წერენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოსვლის დროს, გაეროს ტრიბუნიდან, კონფრონტაციული ტონი აირჩია.
ჩეხეთში მოძრაობა Ztohoven-ის აქტივისტებმა, რომლებიც რამდენიმე საკითხში ქვეყნის პრეზიდენტის პოზიციას მკვეთრად უარყოფითად აფასებენ, პრაღაში მდებარე პრეზიდენტის სასახლის თავზე აღმართული ეროვნული დროშა ჩამოხსნეს და მის ნაცვლად გიგანტური წითელი ტრუსი აღმართეს, განაცხადეს რა, რომ ბოლოს და ბოლოს, სასახლეზე აღმართულია იმ კაცის სიმბოლო, რომელსაც არაფრის რცხვენია.
გაეროს წევრმა 67-მა ქვეყანამ უკვე დაუჭირა მხარი ვეტოს შეჩერების უფლებას იმ შემთხვევებში, როცა კონფლიქტები განსაკუთრებით სასტიკი ხასიათისაა.