გაეროს წევრმა 67-მა ქვეყანამ უკვე დაუჭირა მხარი ვეტოს შეჩერების უფლებას იმ შემთხვევებში, როცა კონფლიქტები განსაკუთრებით სასტიკი ხასიათისაა.
ამის შესახებ „ტვიტერზე“ გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა დაწერა. გაეროს წევრი ქვეყნები ამ გზით ცდილობენ, მიაღწიონ სიტუაციის შექმნას, როცა რუსეთი ვერ დაბლოკავს გაეროს გადაწყვეტილებებს.
როგორც ცნობილია, სწორედ რუსეთმა დაბლოკა გაეროს ასამბლეაზე ინციატივა, შექმნილიყო საერთაშორისო ტრიბუნალი დონბასის ტერიტორიაზე მალაიზიური სამგზავრო „ბოინგის“ კატასტროფის მიზეზების გამოსარკევად.
15 სექტემბერს გაეროს გენანსამბლეა დაიწყო, სადაც, სავარაუდოდ, ხელახლა შეეცდებიან ტრიბუნალის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.