„ერთიანი რუსეთის“ წევრი ივან ჟუკოვი კორონავირუსით დაიღუპა. ინფორმაციას „ლენტა.რუ“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსი უცაბედად გარდაიცვალა.
ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება 10-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე 2009 წლის ღორის გრიპის პანდემია, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა.
ტედროსი ადჰანომ ღებრეიესუსის თქმით, კოროანვირუსის მონაცემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით "გვაწვდის უფრო ნათელ სურათი ამ ვირუსის შესახებ, თუ როგორ იქცევა ის, როგორ უნდა შევაჩეროთ და როგორ ვებრძოლოთ მას".
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება კონტროლიდან გამოვიდა- ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტორისიანმა განაცხადა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდეს, მოქალაქეებს ფულადი დახმარება დაურიგოს. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ შექმნილი ვითარების გამო, ყოველ ოჯახს ათას-ათასი ლარი უნდა გადასცენ.
"მინდა, ბევრი პატიმარი წავიდეს სახლში, მაგრამ შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის"- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ წინასწარ გავიარეთ კონსულტაცია"-ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ქართულ
პირბადეებზე ისაუბრა:
კითხვაზე, სად არის ბიძინა? პასუხი მარტივია - საქმეს აკეთებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „ქართუ ბანკის" მიერ Stopcov-ის ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას.
ეს ის შემთხვევაა, როცა კომენტარიც კი არ სჭირდება ამ ფაქტს- ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ 100 მილიონი ლარის გადარიცხვას StopCov ფონდში კომენტარი არ სჭირდება:
ქვეყანას ჰყავს უნიკალური დაზღვევა ბიძინა ივანიშვილის სახით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის განმარტებით, თანხები სრულად მოხმარდება covid-19-თან ბრძოლას.