-
2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა დაიაურის სიმღერით - "წყაროზე", რომლის პრემიერაც გუშინ 15 ნოემბერს, ნინო ჩხეიძის ოფიციალურ YouTube-გვერდზე შედგა.
ცნობისთვის, მათი პირველი დუეტი 10 წლის წინ შეიქმნა, სიმღერაზე - „მაყვალა“, რომელიც დღესაც საკმაოდ აქტუალურია და ქართული სიმღერების ჰიტების სიაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია.
აღსანიშნავია, რომ ზურა ბარბაქაძე რადიო „დარდიმანდის“ ეთერის ერთ-ერთი წამყვანია და მათი ახალი სიმღერა - „წყაროზე“, სწორედ რადიო „დარდიმანდის“ ექსკლუზივია.
სიმღერის პრემიერა რადიო "დარდიმანდის" ეთერში რამდენიმე დღეში იგეგმება.
სიმღერის ლინკი:
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-02-08 18:33
-
2017-01-25 08:08
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15