რუსეთში, ეკატერინბურგში, მარტოხელა დედას ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება - ბრალდების მხარე მას ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებს, რადგან ქალი სოცქსელებში იწონებდა (იყენებდა ღილაკს Like) იმ გვერდებს, სადაც ოფიციოზისთვის მიუღებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა.
იმ სამი კვირის განმავლობაში, რაც რუსეთი დამოუკიდებლად ბომბავს სირიაში განთავსებულ დასახლებებს და სამიზნე, ძირითადად, ბაშარ ასადის ოპოზიციაა, სულ 370 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას "როიტერი" დამკვირვებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქართული წარმოშობის ბიზნესმენი ამირან გიორგაძე, რომელმაც კრასნოგორსკში, ადმინისტრაციული შენობის კაბინეტში მოკლა ხელმზღვანელის მოადგილე და ელექტროქსელების უფროსი, შენობიდან გავიდა, საკუთარი "რეინჯ როვერით" ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მის კოტეჯთან ჩაუსაფრდა, ხოლო სკუტერისტი, რომელმაც ის იარაღით ხელში შემთხვევით დაინახა, მოკლა. მანამდე, შენობიდან გამოსვლისას, მან ასევე მოკლა 62 წლის პენსიონერი, რომელმაც იარაღით ხელში დაინახა.
ეგვიპტელმა წამყვანმა აჰმედ მუსამ კომპიუტერული თამაშის მიხედვით მოახდინა რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ სირიაში განხორციელებული "ზუსტი" და "ეფექტური" დარტყმები.
უკვე მომავალი კვირიდან ოდესის სამხრეთ რეგიონალურ საბაჟოს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, 25 წლის იულია მარუშევსკაია ჩაიბარებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ „მეშვიდე არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ან-ნუსრის ფრონტის“ ლიდერმა აბუ მუჰამედ ალ-ჯულანმა ბოევიკებს რუსეთის წინააღმდეგ ომისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ ბოევიკებმა კავკასიაში უნდა მოახერხონ, რომ რუსეთს სირიიდან ყურადღების გადატანა აიძულონ.
რუსეთის პრეზიდენტი და დსთ-ს ქვეყნების სხვა წარმომადგენლები ამ კვირას ცენტრალური აზიის საზრვრებთან სამხედრო დაჯგუფებების განთავსების საკითხს განიხილავენ. ამ პროცესის მიზანი, ოფიციალური ინფორმაციით, საზღვრებთან წარმოქმნილი საფრთხეების განეიტრალებაა.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა მედიაში გამოქვეყნებულ იმ ცნობაზე გააკეთა კომენტარი, სადაც აღნიშნულია, რომ "ურალვაგონქარხანაში" მიმდინარეობს რუსული ტანკის "ტ-90"-ის დისტანციურად მართვაზე მუშაობა.
მოსკოვში, სტელბიშევსკის შესახვევში მდებარე კონსპირაციულ ბინაში დაკავებული 15 სავარაუდო ტერორისტიდან სამი სირიელია, დანარჩენები კი ჩრდილოკავკასიელები, მათ შორის, ჩეჩნებიც.
პოლიტოლოგი, საზოგადოებრივი მოძრაობა "მემარჯვენეთა კავშირის" თავმჯდომარე ლეონიდ გოზმანი რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე გამოსვლისას საყოველთაო აგრესიის ობიექტი გახდა, როცა შეეცადა სტუდიაში მყოფთა დარწმუნებას, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო, ყურადღების სხვა თემაზე გადატანის მიზნით, რუსეთის მმართველებს ხელს აძლევს ქვეყანაში პერმანენტული საომარი მდგომარეობა.