მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 6 მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის განახლებული მონაცემებით, ვირუსისგან 2.5 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ვირუსისგან 370 000-მდე პაციენტი გარდაიცვალა.
თეირანის ყოფილი მერი მოჰამედ ბაყირ ყალიბაფი ირანის პარლამენტის სპიკერად აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
მონტენეგრომ კორონავირუსის ეპიდემია დასრულებულად გამოაცხადა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, მილო დუკანოვიჩმა მიკრობლოგ "ტვიტერში" დაწერა.
რუსეთი ცდილობს აამაღლოს იოსებ სტალინის როლი, რომ გაამართლოს მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არსებული აგრესია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი ცდილობს ტოტალიტარული სახელმწიფოს რეაბილიტაცია მოახდინოს, რომელიც ერთი პირის მიერ იქნება მართული.
ბოლო 24 საათის მანძილზე, ესპანეთში კორონავირუსით 301 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ახალი შემთხვევების რაოდენობამ 1308 შეადგინა. საერთო ჯამში, ესპანეთში კორონავირუსით ესპანეთში 23822 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინციფირებულთა რაოდენობამ 210 000-ს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში გარდაცვლილთა და ახალ შემთხვევათა რაოდენობა იკლებს.
COVID19-ის ვაქცინის შესაქმნელად გლობალური კოალიციის შექმნა გვჭიდება, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
კორონავირუსის კრიზისის გამო 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები არ გაიმართება, მათ შორის გადაიდო მოსკოვის წითელ მოედანზე მასშტაბური სამხედრო აღლუმიც. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საზოგადოებას ამცნო.
საფრანგეთის ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ ბორტზე კორონავირუსი 700-მდე მეზღვაურს დაუდგინდა, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროზე დაყდნობით ავრცელებს.
სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1067-ს მიაღწია.
ჩერნობილში ხანძარი მაღალი აქტივობის რადიოაქტიური ნარჩენების საცავს უახლოვდება. ამის შესახებ უკრაინულ მედია ჩერნობილის ტუროპერატორების ასოციაციის დირექტორზე იაროსლავ ემელიანენკოზე დაყრდნობით იუწყება.