
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო განწყობა უნდა შევიქმნათ, რათა წელი ბედნიერებმა დავიწყოთ.
სადღესასწაულო განწყობის შექმნაში კი კომედიური, საახალწლო ფილმები დაგვეხმარება. სწორედ ფილმებია ერთ-ერთი საშუალება დროის ხალისიანად გასატარებლად.
ამიტომ გთავაზობთ ყველა დროის საუკეთესო და უახლეს საახალწლო ფილმებს, რომელთან ერთადაც არ მოიწყენთ.
1. „მარტო სახლში“ - ეს ის ფილმია, რომელმაც წლებს გაუძლო და უკვე 30 წელია მრავალი ბავშვის ახალ წელს ალამაზებს. თუმცა, ფილმი არა მარტო ბავშვებისთვის არამედ დიდებისთვისაცაა შექმნილი, რომელიც დროს მხიარულად გაგატარებინებთ.
2. „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ - სასიამოვნოდ საყურებელი ფილმი, სადაც მთავარ როლს ლეგენდარული, ჯიმ ქერი ასრულებს. ფილმში მთავარი გმირი, სახელად გრინჩი თავიდან არავის უყვარს, ამიტომ ის მათთვის შობის მოპარვას შეეცდება. თუმცა შობა სასწაულების დღეა და ასეც მოხდება.
3. „პრინცესას შეცვლა“ - საახალწლო თავგადასავლი ბავშვებისთვის, რომლებიც ფილმის ყურებისას მთლიანად ზღაპრულ სამყაროში გადაეშვებიან. ფილმი ორ გოგონაზე მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთს ძალიან გვანან. გოგონებიდან ერთ-ერთი პრინცესაა, ხოლო მეორე ჩვეულებრივი მაცხოვრებელი, თუმცა ერთმანეთთან შეხვედრის მერე ისინი ადგილებს გაცვლიან და რაც მოხდება ნამდვილად გაგაოცებთ.
4. „ჯინგლი საშობაო მოგზაურობა“ - ფილმი სათამაშოების შემქმნელზე მოგვითხრობს, რომელიც საოცრებებს ახდენს, თუმცა შეგირდი მის ყველაზე ძვირფას ქმნილებას მოიპარავს და სწორედ აქედან იწყება კიდევ ერთი საშობაო თავგადასავალი.
5. „საშობაო ქრონიკები“ - ამ ნამდვილი საოჯახო ფილმის, სიუჟეტი ყველასთვის ზემოთხსენებულ უსაყვარლეს გრინჩს გაგახსენებთ. კეიტ პირსი ცინიკოსი თინეიჯერია, რომელიც სანტა კლაუსს შეუერთდება, როცა უცნაური ადამიანი მას შობის სამუდამოდ გაუქმებით ემუქრება.