უცხოეთი

2014 წელს ტერორიზმს მსოფლიოში 32.658 ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიოს მასთაბით ტერორიზმის მსხვერპლთა რიცხვი 2014 წელს, წინა წელთან შედარებით 80%-ით გაიზარდა. ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია - ტერორიზმს 32,6 ათასი ადამიანი შეეწირა. 

>>>

ნიგერიაში აფეთქებას 32 ადამიანი ემსხვერპლა, 80 დაშავდა

პირველადი მონაცემებით, 32 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა ნიგერიის ქალაქ იოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება ბაზარში მოხდა. ინფორმაციას „როიტერი“ წითელი ჯვრის ადგილობრივ ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

>>>

გერმანიის შს მინისტრმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია დანაღმული სასწრაფოს შესახებ

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰანოვერის სტადიონზე აფეთქება სასწრაფო დახმარების მანქანაში დამონტაჟებული დისტანციური ნაღმით იგეგმებოდა, გერმანიისა და ქვემო საქსონიის შს მინისტრებმა უარყვეს. ინფორმაცია დანაღმული სასწრაფოს შესახებ "მირორმა" და "დოიჩე ველე სპორტმა" გაავრცელეს.

>>>

ჰანოვერის სტადიონზე აფეთქება სასწრაფოს მანქანაში დამალული ბომბით იგეგმებოდა

ჰანოვერის სტადიონზე ტერაქტის პრევენცია მოხდა - გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დისტანციურად იმართებოდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში იყო დამონტაჟებული. ის მატჩის დაწყების შემდეგ უნდა აფეთქებულიყო. წინასწარი ინფორმაციით, მანქანის განსანაღმად სპეციალისტები მუშაობენ, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი.

>>>

ჰანოვერის სტადიონიდან მაყურებელთა ევაკუაციაა - გერმანია-ნიდერლანდები ჩაიშალა

გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერის სტადიონიდან მაყურებელთა ევაკუაცია განხორციელდა და შეხვედრა გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებ გუნდებს შორის გადაიდო. შეხვედრა 23.45 საათზე უნდა დაწყებულიყო და მას ანგელა მერკელთან ერთად გერმანიის მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც უნდა დასწრებოდნენ. 

>>>

რუსეთი "ჰეზბოლასა" და "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციებად არ მიიჩნევს

აღმოსავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვი ადასტურებს, რომ რუსეთს კონტაქტი და კავშირები აქვს მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებულ „ჰეზბოლასა“(„ჰიზბალაჰი“) და „ჰამასთან“.

>>>

1944 წლის შემდეგ პირველად, პარიზში კომენდანტის საათი გამოცხადდა

პირველად 1944 წლის შემდეგ, როცა საფრანგეთი ნაცისტებისგან გაათავისუფლეს, პარიზში კომენდანტის საათი გამოცხადდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო წესები შემოიღო.

>>>

საქართველოს საგარეო უწყება საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ შემოღებულ დროებით ზომებსა და წესებს დაემორჩილონ , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

>>>

150-ზე მეტი დაღუპული - მსოფლიო პარიზის ტერაქტთა მსხვერპლს გლოვობს

150-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ამ დროის მონაცემებით საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად. 200-ზე მეტი დაშავდა, 80 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. ტერაქტის რვა მონაწილე ამ დროისთვის მკვდარია - ამის შესახებ წამყვანი მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები წერენ.

>>>

კრასნოიარსკის ბიბლიოთეკაში წარმოადგინეს ვლადიმირ პუტინის პორტრეტი უსინათლოებისთვის

კრასნოიარსკის ბიბლიოთეკაში, „ხელოვნების ღამის“ აქციის ფარგლებში, წარმოადგინეს ვლადიმირ პუტინის პორტრეტი უსინათლოებისთვის. პორტრეტი რელიეფურია და პუტინის ანფასს წარმოადგენს. ის რუსეთის ლიდერის სახის ნაკვთების კონტურებს ზედმიწევნით იმეორებს.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !