რუსეთის სამხედრო ავიაციამ სირიაში პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ოპოზიციის განლაგებები დაბომბა და არა "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები, როგორც ეს რუსულ და ზოგიერთ ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა.
ქალაქ ჰომსში საჰაერო დაბომბვის დროს 27 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაღუპულთა შორის ექვსი ბავშვია. ვლადიმირ პუტინმა სირიაში სამხედრო ავიაციის გამოყენების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. რუსეთის ქმედებას პენტაგონის განცხადება მოჰყვა, რომელმაც რუსეთის ნაბიჯს დემარში უწოდა:
"ჩვენ მივესალმებოდით რუსეთის კონსტრუქციულ როლს ამ ძალისხმევაში, მაგრამ დღევანდელი დემარში ნაკლებად ჰგავს იმას, რომ რუსეთი ასეთ როლს თამაშობდეს და ეს არანაირად არ შეცვლის ჩვენს ოპერაციებს", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.