უცხოეთი

ეგვიპტის პოლიციამ შეცდომით 12 მექსიკელი ტურისტი და ადგილობრივი გიდები დახოცა

ეგვიპტის პოლიციის სპეცრაზმმა შეცდომით გაუხსნა ცეცხლი მექსიკელ ტურისტებს, რადგან ისინი ტერორისტებად მიიჩნია. ტრაგიკულ შემთხვევას 12 ტურისტი ემსხვერპლა, ათი კი დაიჭრა. 

>>>

ანძაზე მეხის დაცემის გამო ჩრდილოეთ ოსეთი ტელევიზიის გარეშე დარჩა

ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობა სატელევიზიო სიგნალის გარეშე დარჩა. ამჯამად ვლადიკავკაზში და რეგიონის სხვა დასახლებულ პუნქტებში არც ადგილობრივი და არც რუსეთის ტელევიზიების მაუწყებლობა არ ვრცელდება. მიზეზი ანძაზე მეხის დაცემაა. 

>>>

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა

ბულგარეთმა ოფიციალურად ჩაკეტა საჰაერო სივრცე იმ რუსული თვითმფრინავებისთვის, რომლებსაც რუსეთიდან სირიაში ჰუმანიტარული ტვირთი გადააქვთ. მიზეზად ის სახელდება, რომ თვითმფრინავის ბორტზე არსებული ტვირთის იდენტიფიცირება შეუძლებელია. 

>>>

უნგრელმა ჟურნალისტმა გადაღების დროს სირიელ ლტოლვილს სარმა გამოსდო (ვიდეო)

უნგრული N1TV-ის ჟურნალისტი პეტრუ ლასლო სამსახურიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც რესკეში, სერბეთის საზღვართან ლტოლვილების ნაკადის მოზღვავებისას გადაღებული ვიდეომასალა გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, როგორ გამოსდო სარმა ჟურნალისტმა ქალმა სავარაუდოდ, სირიელ მამაკაცს, რომელიც ხელში აყვანილ ბავშვთან ერთად პოლიციელს დაუსხლტა ხელიდან.

>>>

DTM სერიის ავტორბოლის მონაწილე BMW -ს გუნდის კუთვნილი 1,5 ტონა პროდუქტი რუსეთის საზღვარზე გაანადგურეს

რუსეთში DTM სერიის ავტორბოლის მონაწილე BMW -ს გუნდს მოუწევს, კვების დროს ადგილობრივი პროდუციით დაკმაყოფილდეს. როგორც "ევროსპორტ.რუ" იტყობინება, გუნდის წევრებისთვის და სტუმრებისთვის განკუთვნილი კალორიული პროვიანტი ფსკოვის ოლქში, გამშვებ პუნქტთან "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლებმა დააკავეს და გაანადგურეს.

>>>

ორი კოლეგის დაცხრილვის შემდეგ, WDBJ-TV-ს ყოფილმა ჟურნალისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (ვიდეო)

ვესტერ ფლენეგანი -  WDBJ-TV-ს ყოფილი ჟურნალისტი, რომელმაც პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ორი კოლეგა მოკლა და მომხდარი თავად გადაიღო, გარდაიცვალა. მან თვითმკვლელობა სცადა და მძიმედ დაიჭრა, მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვვალა.

>>>

ტელეარხ WDBJ7-ს რეპორტიორი და ოპერატორი პირდაპირ ეთერში მოკლეს (ვიდეო)

24 წლის რეპორტიორი ალისონ პარკერი და 27 წლის ოპერატორი ადამ უარდი ამერიკული ტელეარხის WDBJ7-ის პირდაპირ ეთერში მოკლეს. რეპორტიორი მაშინ მოკლეს, როცა ის ინტერვიუს იწერდა. შემთხვევა ბრიჯუოტერ პლაზაზე მოხდა.

>>>

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერს აშშ-მა ვიზა მხოლოდ მანჰეტენზე გადაადგილების უფლებით მისცა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერს ვალენტინa მატვიენკოს აშშ-მა ვიზა მისცა, რათა მას მონაწილეობა მიეღო ნიუ-იორკში, გაეროს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაში, თუმცა, ვიზის მიხედვით, რუს ჩინოვნიკს მხოლოდ მანჰეტენზე გადაადგილების უფლება ეძლევა.

>>>

ოდესაში, პოტიომკინის კიბეზე უკრაინის 24-მეტრიანი დროშა გაშალეს

ოდესაში, პოტიომკინის ცნობილ კიბეზე უკრაინის სახელმწიფო დროშა გაშალეს, რომელიც სიგრძეში 24 მეტრი იყო. ეს ღონისძიება რამდენიმე წელია, ტარდება.

>>>

სააკაშვილის მიერ აქციის დაანონსების შემდეგ ოდესის მერიამ "ლანჟერონზე" კედლები და წინაღობები ერთ ღამეში აიღო

მას შემდეგ, რაც ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ცნობილ სანაპირო "ლანჟერონზე" აქცია და ღობეების მოშლა დაანონსა, ოდესის მერიამ წინაღობები ერთ ღამეში მოშალა. 

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !