კრედიტორთა შეთანხმებებზე უარის თქმის მომხრეებმა საბერძნეთში რეფერენდუმი მოიგეს - გამოკითხულთა 61%-მა ორი პასუხიდან "არა" აირჩია.
საბერძნეთში უკვე დასრულდა რეფერენდუმი, რომლის მიზანი იყო, მოსახლეობას გამოეხატა თავისი დამოკიდებულება საერთაშორისო კრედიტების გადახდასთან დაკავშირებით.
ოდესის კაფეში "У Ангеловых", სადაც უცნობმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სეაგდეს და სადაც სოლიდარობის ნიშნად ჩაის დალევისკენ მიხეილ სააკაშვილმა ოდესელებს მოუწოდა, ოდესის გუბერნატორს ყველა საფირმო ნამცხვარი გაყიდული დახვდა.
ოდესას ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვა ერთდროულად დაატყდა თავს. რამდენიმე ადგილას ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა. მოგლეჯილი ხეები მანქანებს დაეცა. მსხვერპლი არ არის.
გუშინ, 1 ივლისს, ღამის საათებში ოდესის ცენტრში მდებარე პოპულარულ კაფეში "У Ангеловых" ასაფეთებელი მოწყობილობა შეაგდეს.
სირიელმა მემაბოხეებმა ISIS-ის 13 ბოევიკი მოკლეს და ვიდეორგოლი ინტერნეტში გაავრცელეს. კლიპში სირიელი მეამბოხეები ნარინჯისფერ ტანსაცმელში არიან გამოწყობილი - ეს ზუსტად ის ფერია, რასაც ISIS-ის ბოევიკები სიკვდილით დასასჯელი ქრისტიანებისთვის არჩევენ.
ოდესის ოლქის პოლიციის უფროსმა გიორგი ლორთქიფანიძემ 1 ივლისს ოდესაში ოფიციალურად წარადგინა ქალაქის პოლიციის ახალი უფროსი, დონეცკელი ოლეგ მაკუხა.
უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი იგორ შევჩენკო, რომელიც, შესაძლოა, მალე მინისტრთა კაბინეტიდან დაითხოვონ, არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის გუნდის წევრი გახდება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 29 ივნისს ბაქოში მიმდინარე ევროპული თამაშების გამარჯვებულ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს, თამაშების ორგანიზატორებს შეხვდა.
დღეიდან, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საბერძნეთიდან საერთაშორისო ფულადი ტრანსფერები ვერ შესრულდება, რადგანაც ამ დროის მანძილზე საბერძნეთში ბანკები არ იმუშავებენ. ამ ერთი კვირის განმავლობაში მოსახლოებას ბანკომატებიდან ყოველდღიურად მხოლოდ 60 ევროს გამოტანის უფლება ექნება.