ჟიტომირში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი იმყოფებოდა და აცხადებს, რომ 9 ოქტომბრიდან კიევი-ჟიტომირის მარშრუტზე გზას მთლიანად ახალი პატრული გააკონტროლებს, ხოლო 2016 წლის თებერვლიდან ახალი პატრული ქალაქ ჟიტომირშიც ამოქმედდება.
არსენ ავაკოვი დღეს ახალი კონკურსის გამოცხადების პირველ დღეს ანკეტების ჩაბარების პროცესს აკვირდებოდა და აღნიშნავს, რომ პირველივე დღეს 1464 განაცხადი შემოვიდა: "გახარებული ვარ, რადგან ვხედავდი, რა ანთებული თვალებით მოდიოდნენ ახალგაზრდები, მოდიოდნენ გოგონები, დედები შვილებით... ჩვენ ეს სევძელით და ყველაგან შევძლებთ", - აცხადებს არსენ ავაკოვი.