ბაჩო ახალაია პირობას დებს, რომ რა დროც უნდა გავიდეს, ოთხოზორიას მკვლელი პასუხს აგებს

Image

როგორც გიგა ოთხოზორიას მკვლელს, ასევე აფხაზეთის მიწაზე იმ ათეულობით ქართული ოჯახის ამწიოკებელს, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. - ამის შესახებ თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ბაჩო ახალაია საგანგებო განცხადებაში აღნიშნავს, რითაც ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ეხმიანება.

 

„მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო გიგა ოთხოზორიას ცინიკურ მკვლელობას. უპირველეს ყოვლისა, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მეგობრებს.

 

აქვე უნდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ გიგა ოთხოზორიას ეს ცინიკური მკვლელობა არ არის ერთადერთი უბედურება, რაც დღეს აფხაზეთის მიწაზე ხდება. ბუნებრივია, ამ ფაქტს განსაკუთრებული ცინიზმი ახლდა, შოკისმომგვრელია ის გარემოება, რომ ეს მკვლელობა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჩვენი მოქალაქეების თვალწინ მოხდა. სწორედ ცინიზმის ეს ფორმა და ქართული სახელმწიფოს სისუსტე გახდა დღეს საზოგადოების კრიტიკის საგანი, მაგრამ მინდა ყველამ ვიცოდეთ, რომ უკანასკნელ წლებში აფხაზეთში ასევე ადგილი აქვს ჩვენი მოქალაქეების მასობრივ დევნას.

 

არაერთი ადამიანი არის რეპრესირებული ოკუპანტი რეჟიმის მიერ მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ მათ ბრალი დაედოთ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში. სისტემური ხასიათი აქვს ასეთი ადამიანების ჩაგვრას და შევიწროებას, საქართველოს ხელისუფლებას კი ისინი მიტოვებული ჰყავს სრულიად უყურადღებოდ.

 

სწორედ ასეთი დაუსჯელობის სინდრომისა და საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობის გამო ბედავენ დღეს ოკუპანტები ამ სახის ცინიკური და უმაწყალო დანაშაულის ჩადენას.

მაგრამ საბოლოოდ ერთი რამ მაინც მინდა ითქვას, მიუხედავად იმ სისუსტისა და უსინდისობისა, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება იჩენს, შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ როგორც გიგა ოთხოზორიას მკვლელს, ასევე აფხაზეთის მიწაზე იმ ათეულობით ქართული ოჯახის ამწიოკებელს, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება.

 

რა დროც არ უნდა დასჭირდეს, სადაც არ უნდა აღმოჩდნენ ეს ჯალათები, ისინი აუცილებლად წარდგებიან ქართული მართლმსაჯულების წინაშე, ვერცერთი მათგანი პასუხისმგებლობას ვერსად და ვერასდროს გაექცევა“, - წერს ბაჩო ახალაია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !