მდინარე ამურის ერთერთი კუნძული ვლადიმირ პუტინმა ჩინეთს გადასცა. დიდი ხანია, ოფიციალურ პეკინს ამ მიწაზე პრეტენზია აქვს. ინფორმაციას „კომსომოლსკაია პრავდა“ ავრცელებს.
"სირიის თავისუფალი არმიის" მებრძოლებმა, სადაც ბაშარ ასადის წინააღმდეგ აჯანყებულები იბრძვიან, სამთავრობო ძალებისა და რუსეთის კუთვნილი, განადგურებული საბრძოლო ტექნიკის ვიდეო გამოაქვეყნეს.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა სირიის ორ პროვინციაში საარტილერიო დანადგარები განალაგა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური უკრაინის გენპროკურორის შოკინის კაბინეტში მუშაობს, თავად გენერალური პროკურორი კი შვებულებაში გავიდა, - ამის შესახებ "ცენზორ.ნეტ" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, როგორ დააკავეს ოლიგარქი გენადი კორბანი. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შიგნიდან ჩაკეტილ მის ბინაში შეაღწიეს.
ეგვიპტეში რუსული ლაინერის ჩამოვარდნამდე ამერიკულმა ინფრაწითელმა თანამგზავრმა აფეთქების დამადასტურებელი კვალი შეამჩნია - ეს სითბური ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილი ლაქაა გადაღებულ მასალაზე, რომელიც ზუსტად იმ ადგილზეა გამოვლენილი, სადაც იმ დროს ლაინერი იმყოფებოდა.
სტამბულში მოკლეს ჯოხარ დუდაევის გარემოცვის წარმომადგენელი, ისი უმაროვის სიძე და პორტალ "კავკაზ-ცენტრის" ადმინისტრატორი აბდულვაჰიდ ედილგერიევი. მას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, როცა მეჩეთიდან შინ ბრუნდებოდა.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი "შუსტერ ლაივში" აცხადებს, რომ არ განიხილავს რუსებს უფროსი ძმის სტატუსში და აგრესორებისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს, აცხადებს რა, რომ თვითონაც მზად არის ამისთვის.
რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება გავლენიანი Washington Post-ი. გაზეთმა სარედაქციო წერილი შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: "მთავრობის მიერ პოპულარული ტელევიზიის ხელში ჩაგდება ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა იქნება".
შემთხვევა მოსკოვის გარეუბანში, 22 ოქტომბერს მოხდა. ალმოდებული ბინის ფანჯრიდან, რომელიც მე-7 სართულზე მდებარეობს, 6 წლის ბიჭი გადმოხტა. მის დაშვებას სპეციალური ლეიბით დახვდნენ მეხანძრეები, რომლებიც იმ დროს ადგილზე იყვნენ.