-
2015-10-03 22:15
რუსეთის ტელეარხ НТВ-ს გადამრები ჯგუფი კიშინიოვის ეროპორტში საბაჟო პოლიციამ დააკავა და ქვეყანა დაატოვებინა. ქვეყნიდან ჟურნალისტების გაძევების გადაწყვეტილება მათი დაკითხვის შემდეგ მიიღეს.
გაძევების მიზეზი მოვლენების გაშუქების ნებრათვის უქონლობა გახდა. გადამღები ჯგუფი უკვე გადააფრინეს მოსკოვის მიმართულებით.
შეგახსენებთ, მოლდოვის დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქტივისტები ქვეყნის პირველი პირების გადადგომას ითხოვენ. დემონსტრანტებმა კიშინიოვის ცენტრალურ ბულვარში კარვები გაშალეს და დაშლაზე უარს აცხადებენ.