ერევანში, თავისუფლების მოედანზე ისევ გრძელდება საპროტესტო აქცია. იმის მიუხედავად, რომ სომხეთის დედაქალაქში მობილიზებულია პოლიციელთა უპრეცენდენტო რაოდენობა, აქციის დარბევას არავინ აპირებს - აქციის მონაწილეები არ გამოირჩევიან აგრესიულობით.
25 ივნისს, ღამის საათებში, დაუდგენელმა პირებმა მოსკოვის დასავლეთ ნაწილში, „კრილატსკიე ხოლმის“ ქუჩაზე მდებარე ცნობილი მომღერლის ვალერიას სახლის ფანჯრებს პნევმატური იარაღიდან ესროლეს.
სოჭის შემდეგ ხანგრძლივმა წვიმამ ვორონეჟიც დატბორა. რუსულ სოცქსელებში ქალაქის დატბორვას ირონიული შეფასებები მოჰყვა.
პარიზში ტაქსისტების გაფიცვისა და არეულობის შედეგად მომხდარი შეტაკებებისას 7 ჟანდარმი დაშავდა, ათზე მეტი გაფიცული ტაქსისტი კი დააკავეს.
წყალდიდობა, რომელიც სოჭს დაატყდა თავს 25 ივნისს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს: მეტეოროლოგებმა შტორმული საფრთხის რეჟიმი, რომელიც ქალაქში გამოცხადდა, პარასკევამდე გააგრძელეს.
მოსკოვის ოლქში მდებარე ჟუკოვსკის სამხედრო აეროდრომიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის წევრები სომხეთის დედაქალაქში გადასაფრენად მოამზადეს, - წერს rusjev.net.
ერევანში, თავისუფლების მოედანზე "ერთიანობის მარში" მიმდინარეობს. შეგახსენებთ, გუშინ დაწყებული აქცია სომხეთის დედაქალაქში პოლიციამ წყლის ჭავლითა და ხელკეტებით დაარბია, ხოლო 50-დე აქტივისტი დააკავა. აქციის მონაწილეები ფასების ზრდას აპროტესტებდნენ.
ამ ფოტოზე გამოსახულია ნატალია პოკლონსკაია, რომელსაც ყირიმის უმაღლესმა რადამ პროკურორის მოვალეობის შესრულება დააკისრა, მოგვიანებით კი ვლ. პუტინმა გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა.
ერევნის ცენტრში საპროტესტო აქცია დასრულებულია - ბაგრამიანის პროსპექტი, რომელიც ყველაზე ცხელი წერტილი იყო მთელი ღამის განმავლობაში, პოლიციას მთლიანად აქვს გადაკეტილი და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
რუსეტში, პეტროპავლოვსკ-კამჩატკაზე მიწისძვრა მოხდა, რომლის მაგნიტუდა 4, 1 ბალს შეადგენდა. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეს ამ რეგიონში მეორე მიწისძვრაა ბოლო 24 საათის განმავლობაში.