-
2015-10-02 22:34
საფრანგეთი, გერმანია, ყატარი, საუდის არაბეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ სირიაში რუსეთის ქმედებას "ექსტრემიზმის გაღვივებას" უწოდებენ. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საფრანგეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა.
განცხადებაში მითითებულია, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ავიაიერიშები სირიაში ოპოზიციაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე და "ისლამურ სახელმწიფოზე" კონცენტრირდეს.
"ჩვენ, საფრანგეთის, გერმანიის, ყატარის, საუდის არაბეთის, თურქეთის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის მთავრობები ამ განცხადებას ვაკეთებთ სირიაში ამასწინათ რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული საავიაციო იერიშის შემდეგ".
ამ ქვეყნების მთავრობები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ სირიაში რუსეთის სამხედრო ჩართულობისა და. ძირითადად, რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ სირიის ქალაქების ჰომსისა და ჰამის დაბომბვის გამო, რა დროსაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და არა "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები.
"ეს სამხედრო ოპერაციები სხვა არაფერია, თუ არა შემდგომი ესკალაცია, ექსტრემიზმის გაღვივება და რადიკალიზაცია", - ნათქვამია განცხადებაში.