უცხოეთი

აშშ: რუსეთი არა "ალ-ქაიდას" ან "ისლამურ სახელმწიფოს", არამედ ასადის ოპოზიციას ბომბავს

ამ დრომდე დარეგისტრირებული იმ ავიადარტყმებიდან, რომლებსაც რუსეთი სირიაში ახდენს, 90% მიმართულია არა "ალ ქაედას" ან "ისლამური სახელმწიფოს", არამედ ასადის ოპოზიციის განლაგებებისკენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

>>>

ფრანკო ბარეზი, დინო ბაჯო და მათი მეგობრები პუტინის მისალოც მატჩში მონაწილეობდნენ (ვიდეო)

სალვატორე სკილაჩი, ფრანკო ბარეზი, დინო ბაჯო, კლაუდიო ჯენტილე, ანჯელო დე ლივიო და იტალიური ფეხბურთის სხვა ცნობილი ვარსკვლავები 7 ოქტომბერს გროზნოში ჩავიდნენ და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 63 წლის იუბილე მატჩით მიულოცეს.

>>>

აშშ-ში გაეროს გენასამბლეის ყოფილი თავმჯდომარე დააპატიმრეს

გაეროს გენერალური ასამბლეის ყოფილი თავმჯდომარე დააპატიმრეს აშშ-ში, 500.000 აშშ დოლარის ქრთამის სახით აღების ბრალდებით. ჯონ ეშს ჩინელ ბიზნესმენთან გარიგებაში ადანაშაულებენ.

>>>

"ბორისპოლში" დაკავებული საქართველოს მოქალაქე სეპარატისტთა შეიარაღებულ დაჯგუფებაში გაწევრიანებას გეგმავდა

კიევის აეროპორტ "ბორისპოლში" დააკავეს საქართველოს მოქალაქე - მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის აღმოსავლეთში მებრძოლად გეგმავდა გადასვლას და სეპარატისტულ შეიარაღებულ ფორმირებაში გაწევრიანებას აპირებდა.

>>>

ნატოს მოსკოვის განმარტებების არ სჯერა

ნატოს გენერალურ მდივანს დამაჯერებლად არ მიაჩნია რუსეთის განმარტებები, რომელთა თანახმადაც თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა შეცდომა იყო, რადგან ეს ორჯერ მოხდა და რამდენიმე წამზე მეტხანს გრძელდებოდა. 

>>>

Atlantic Resolve ოპერაციის ფარგლებში, შავ ზღვაში აშშ-ის ნაღმოსანი USS Porter (DDG 78) შევა

აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი USS Porter (DDG 78) ოპერაცია Atlantic Resolve-ს ფარგლებში შავ ზღვაში შევა. ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის ვებ-გვერდი იტყობინება. 

>>>

ისრაელი და რუსეთი სირიაში ოპერაციის დროს ერთმმანეთთან შემთხვევითი შეტაკების აცილების მეთოდებზე იმსჯელებენ

სამშაბათს ისრაელს რუსეთის სამხედრო დელეგაცია ეწვევა, რათა ებრაულ მხარესთან განიხილოს, როგორ აიცილონ თავიდან შემთხვევითი შეტაკებები სირიაში მიმდინარე ოპერაციის დროს. 

>>>

საუდის არაბეთის რელიგიურმა ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადის გამოცხადებას დაუჭირეს მხარი

საუდის არაბეთის 53-მა რელიგიურმა ლიდერმა ხელი მოაწერა ონლაინ-პეტიციას, სადაც მოუწოდებენ მუსლიმ მორწმუნეებს, მორალური, მატერიალური და სამხედრო მხარდაჭერა გამოუცხადონ სირიის ხელისუფლების, ასევე მისი მხარდამჭერი ირანისა და რუსეთისთვის ჯიჰადის დაწყებას. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.

>>>

ოდესაში საჭესთან მჯდარ ნასვამ პოლკოვნიკს ნასვამი გენერალი გადაჰყავდა (ფოტო)

უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი გორლო, რომელიც "მერსედესის" საჭესთან ნასვამი იჯდა, საპატრულო პოლიციამ ოდესაში, სამოქალაქო აქტივისტების შეტყობინების საფუძველზე დააკავა.

>>>

თურქეთი აცხადებს, რომ რუსული სამხედრო ავიაცია ქვეყნის საჰაერო სივრცეში უკვე მეორედ გამოჩნდა

თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ავიაციის თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე მეორედ გამოჩნდა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !