სიმფეროპოლში პრორუსულმა ძალებმა სამხედრო ჰოსპიტალი დაიკავეს,-ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი, ყოფილი პატიმარი, პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ზაზა დავითაია გაზეთ "ახალ თაობასთან" ამბობს, რომ დადასტურებული ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობას" განზრახული აქვს, მაიდანი თბილისში გადმოიტანოს.
"თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ "რეპორტიორის" პრესკლუბში სკანდალური დანიშვნა უწოდა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კახა კალაძის დანიშვნას.
შეთანხმებას ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შესახებ ხელი 17 ან 21 მარტს მოეწერება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი დეშჩინამ განაცხადა. დეშჩინას თქმით, ხელმოწერის ზუსტი თარიღი კონსულტაციების შემდეგ დაზუსტდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან ჰააგის ბირთვული უსაფრთხოების სამიტთან დაკავშირებით წერილი მიიღო.
თბილისის უფლებაშეჩერებული მერი ეჭვობს, რომ პროკურატურა მას აღმკვეთი ღონისძიების დამძიმებას უპირებს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
გეოგრაფიის მასწავლებელი, ბელა სოლომონოვნა მოსკოვში სამშვიდობო აქციაში მონაწილეობისთვის 10 ათასი რუბლით დააჯარიმეს.
რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი აცხადებს, რომ რუსეთი ატომურ იარაღს მხოლოდ ქვეყანაზე თავდასხმის ასარიდებლად გამოიყენებს.
"ფეისბუქის" ერთ–ერთი მომხმარებელი ბათუმში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ქალაქის ცენტრი ძალიან უსუფთაოდ გამოიყურება.
ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდა“ 19 თებერვალს ბეირუთში მომხდარი ტერაქტის გამო ბოდიშს იხდის. ტერაქტის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.