
სამოქალაქო თანასწორობისა და შერიგების საკითხებში სახლემწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთში სხვადასხვა პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, გაეროს ჩართულობას დადებითად აფასებს:
"გაერო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ პოზიციას მუდმივად ადასტურებს რეზოლუციებით. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ და აფხაზეთის დეიზოლაციის, ჩართულობისა და არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში, ჩვენ გვსურს, აფხაზეთის მოსახლეობას მაქსიმალურად შევთავაზოთ ევროპული და დასავლური ღირებულებები. ამიტომ მიგვაჩნია, რომ გაერო-ს ჩართულობა არის სწორედ ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობა.
იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც გაერო აფხაზეთის ტერიტორიაზე ახორციელებს, საქართველოს მთავრობა ინფორმაციას მუდმივად ფლობს და როგორც კი ამ წლის კონკრეტული პროგრამა იქნება შემუშავებული, დეტალებიც გვეცოდინება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
„აფხაზეთის ხმა“ წერდა, რომ სააგენტო "აფსნიპრესის" ცნობით, გაეროს განვითარების პროგრამა მზადაა, აფხაზეთს 15 მილიონი დოლარი გამოუყოს. ეს შეთანხმებულია 2013 წლიდან მიმდინარე პროგრამის კოორდინატორისა და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის შეხვედრების დროს.