უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მომავალ კვირას გააფორმებს

Image

„ევროკავშირი მზადაა უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მომავალ კვირაში გააფორმოს“, - ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ვარშავაში პოლონეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ანგელა მერკელის თქმით, ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე, ორგანიზაციის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტსაც განიხილავენ. იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ყირიმთან დაკავშირებით პოზიციას არ შეიცვლის, დოკუმენტი პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ ეკონომიკური და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

 

აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ტელეფონითაც ესაუბრა და ყირიმის ანექსიის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.

 

„გასულ კვირას ჩვენ ვთქვით, რომ თუ პროგრესს ვერ დავინახავდით, სანქციების მეორე ეტაპზე გადავიდოდით, მას შემდეგ 6 დღე გავიდა და შედეგს ვერ ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საკონტაქტო ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მიმდინარეობს მზადება მეორე ეტაპისთვის. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ ელემენტებს ხელი მალე უნდა მოეწეროს. ჩვენ გვსურს, რომ ეს შემდეგ სამიტზე მოხდეს“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

 

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ჯორჯ სოროსიც გამოეხმაურა: „ვფიქრობ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ევროპისთვის გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს, უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ მზად არიან ევროპასთან დასაახლოებლად სიცოცხლეც კი გაწირონ. იმედი მაქვს, ამ გამოწვევას ევროპა სათანადოდ უპასუხებს. ეს მაინცდამაინც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში კი არ მდგომარეობს, არამედ უკრაინის რეალურ დახმარებაში“, - აღნიშნა სოროსმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !