ჟურნალისტი: ბაღჩისარაის სამხედრო ნაწილს მთლიანად „მწვანე კაცუნები“ აკონტროლებენ

ჟურნალისტი ეკატერინე სერგაცკოვა წერს, რომ ბაღჩისარაის სამხედრო ნაწილი მთლიანად „მწვანე კაცუნების“ კონტროლქვეშაა. ასე უწოდებენ რუსი სამხედროებისა და პრორუსი აქტივისტების ნარევს, რომლებიც უკრაინული ნაწილების ბლოკადას ახორციელებენ.

>>>

ივანიშვილის 20 მილიონი ლარი 1.500-მდე ხელოვანს, მეცნიერსა და სპორტსმენს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გრანტის სახით გამოეყოფა თანხა, რომლითაც სამინისტრო 2014 წელს განახორციელებს კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების ყოველთვიურ ფინანსურ მხარდაჭერას.

>>>

ოზურგეთში 18 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 18 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახალგაზრდა ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. თვითმკვლელობის მიზეზი გაურკვეველია,- ინფორმაციას სააგენტო ,,გურიანიუსი" ავრცელებს.

>>>

ქართველმა სამხედროებმა აშშ-ში პარაოლიმპიადაზე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ქართველმა სამხედროებმა აშშ-ში პარაოლიმპიადაზე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. თავდაცვის სამინისტროდან ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა - პენდელტონზე მიმდინარეობს.

>>>

კოკო გამსახურდია: არ ვადარებ მაგდალინელს...არის სიმართლე ამ ქალის ნათქვამში

,,არ ვადარებ მაგდალინელს. ვინც ქვას ესვრის იმათზეა საუბარი..."-მსახიობ თინა მახარაძის ინტერვიუს შემდეგ საზოგადოების ნაწილში მის მიმართ გაჩენილ ნეგატიურ განწყობას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

>>>

მაიდნის ქართული კარვის ბინადრები უყურადღებოდ დარჩნენ, მათი სახელით კი სპეკულირებენ

კიევში, მაიდანზე ამ დრომდე გაშლილი ქართული კარვის ევრომაიდნელებს დახმარება სჭირდებათ. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ იტყობინებიან და ფოტოებსაც ავრცელებენ.

>>>

ყირიმის ქერა პროკურორი "ოდნოკლასნიკებში" პოზირებს

ნატალია პოკლონსკაია, რომელსაც ყირიმის უმაღლესმა რადამ პროკურორის მოვალეობის შესრულება დააკისრა, განაცხადა, რომ კიევში მაიდანთან ახლოს ცხოვრობდა და რეზინის საბურავების კვამლმა ყელი გამოუწვა.

>>>

მთავარმა პროკურატურამ გიგი უგულავას "წარსულიდან" მისწერა - ოქმის ფოტო

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოქმი, რომელიც მას გამოუგზავნეს, "აბსურდულად და არაპროფესიონალურადაა" შედგენილი. ოქმი 2013 წლის 5 მარტით თარიღდება.

>>>

ვარკეთილში მამაკაცი მძიმედ დაჭრეს

მამაკაცი დაჭრეს ვარკეთილში. რამდენიმე დაპირისპირებულ მხარეს შორის შელაპარაკება 35 წლამდე ასაკის მამაკაცის დაჭრით დასრულდა.

>>>

ყირიმის უმაღლესმა საბჭომ ყირიმი დამოუკიდებელ ქვეყნად გამოაცხადა

ყირიმი თვითგამოცხადებული დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა - უმაღლესმა საბჭომ ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?