სიცოცხლე მშვენიერია - ყველა ასპექტში. მშვენიერი და ლამაზია, როცა სიცოცხლე ჩნდება და ამის მომსწრე ხდები.
საქართველოს სამი სახელმწიფო უწყების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი მოქალაქე ცეცხლაძის მხრიდან მისი დადანაშაულების ფაქტებს ეხმიანება და მას სიცრუეში ამხელს.
ქორწილი, და არამარტო საკუთარი, ცხოვრებაში ისეთი მოვლენაა, რომელიც, როგორც წესი, ტკკბილად უნდა დაგამახსოვრდეს და მისი მოგონებისას მუდამ სახე გებადრებოდეს.
გაზსადენი მილის აფეთქებისას 84 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. დაახლოებით ერთი საათის წინ ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე გაზის მილი აფეთქდა, რასაც საცხოვრებელი სახლის ნაწილის ჩამოშლა მოჰყვა.
თურქეთი ყირიმის დასახმარებლად პირველი მივა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ყირიმელი თათრების დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.
„ყირიმი რუსებისთვის - „საკრალური ადგილია“ და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული რუსეთსა და უკრაინას შორის სიტუაციის დარეგულირების მცდელობისას“, - აცხადებს პუტინის პირად პატიმრად წოდებული მიხაილ ხოდორკოვსკი.
უკრაინის პარტია „რეგიონების“ ლიდერი ოლეგ ცარევი „ფიესბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ უკრაინა ყირიმში ჯარს 16 მარტამდე შეიყვანს, ხოლო „მიხო სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კაბინეტი მიიღო“.
უკრაინის უფლებამოსილებაშეჩერებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ხვალ, 11 მარტს დონის როსტოვში სიტყვით წარსდგება. კონკრეტული ადგილი და დრო ჯერჯერობით უცნობია.
ჟურნალ ,,ტაბულას" რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გაზეთ ,,ალიას" რედაქტორსა და სააგენტო ,,პირველის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ჟურნალისტის აზრით, გამოცემებს ხელისუფლებასთან ახლო კავშირი აქვთ და ამის დასტურად რამდენიმე მაგალითი მოჰყავს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები 100 ლარიდან 500 ლარამდე დააჯარიმა."ტორპედოს" გულშემატკივრების დაჯარიმების მიზეზი, გუშინ, ქუთაისის ,,ტორპედოსა“ და თბილისის ,,დინამოს“ მატჩზე მომხდარი ინციდენტი გახდა.