
,,კუდის“ ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას საქმის მთავარი მოწმის გიორგი მაზმიშვილის ადგილსამყოფელი უცნობია,- ამის შესახებ ,,ფეისბუქზე“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაის მეუღლე ანი ნადარეიშვილი წერს.
,,პროკურატურის მხრიდან ადამიანების გატაცების სერია გრძელდება, დათას საქმის მოწმე გიორგი მაზმიშვილი "გაიტაცეს", ჯერ-ჯერობით ადვოკატებისთვის უცნობია მისი ადგილსამყოფელი,“- წერს ნადარეიშვილი.