რუსული სამხედრო ვერტმფრენები დღეს გორის საოკუპაციო ზოლის გარდა აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთანაც გამოჩნდნენ. დღეს, გორისა და კასპის რამდენიმე სოფელში დაახლოებით 12 საათსა და 20 წუთზე ,,მი-8“ ტიპის რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაიხსენა რა აშშ–ში მისი ვიზიტის დეტალები, აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრამ უშუალო გარემოში ჩაიარა, ხოლო ამერიკელმა პოლიტიკოსებმა „ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაზე“ ისაუბრეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ვლადიმირ პუტინის მიერ 4 მარტის პრესკონფერენციაზე გაკეთებულ 10 განცხადებას უარყოფს და რუსეთის ლიდერს სიცრუეში ამხელს.
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი და ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვისადმი მხარდაჭერა ჩეხეთის მთავრობამ სიმბოლური ჟესტით გამოხატა.
ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო რუს მაღალჩინოსნებს სავიზო სანქციებს უწესებს.
16 აპრილს კრემლის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი კონცერტი „ერისიონმა“ გააუქმა, სანაცვლოდ კი დიდი ჯარიმის გადახდა მოუწევს, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ კონცერტის გაუქმება მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაშია შესაძლებელი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის იმ პრინციპულ განსხვავებებზე ისაუბრა, რის გამოც საბოლოოდ ვერ მოხდა შეთანხმება უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ერთიან ტექსტზე.
სასკოლო ,,ბუკების“ ნაცვლად განათლების სამინისტრო პირველკლასელებისთვის ,,სხვა ტექნიკის“ დარიგებას აპირებს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია,-ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტშიც ადასტურებენ.
დიდი ბრიტანეთის „ყველაზე მსუქანმა თინეიჯერმა“ 70 კილოგრამი დაიკლო და ფიტნესის მწვრთნელი გახდა.