2010 წლით დათარიღებული ვიდეოკლიპის აღწერაში ნათქვამია, რომ ის რუსეთის შესახებ საფრანგეთში დამზადებული სოციალური რეკლამაა, რომელიც ეთერში საჩვენებლად აიკრძალა.
რუსული, უკრაინული და პოლონური რელიგიური პორტალები წერენ, რომ უკრაინისა და რუსეთის ეკლესია-მონასტრებში ხატებს თვალების გამოსახულების ადგილიდან მირონდენა ერთდროულად დაეწყოთ.
"ბათუმელები" აქვეყნებს 12 მარტს გადაღებულ ფოტოს, სადაც ქართველი რაგბისტები არიან აღბეჭდილი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე წერს, რომ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს „გაქცეულებად“ მოხსენიებულმა (მედიაში გავრცელებული, სავარაუდოდ, ყალბი სიის მიხედვით) წინა ხელისუფლების ორმა წარმომადგენელმა შსს-სგან კონკრეტული ცნობა გამოითხოვეს.
მამა ილია ვაშაკიძე, რომელიც საზოგადოებას „ტაბულა ტვ-ს“ ეთერში გამოსვლითა და ამის გამო საპატრიარქოში დაბარებით დაამახსოვრდა, ბოლნისის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმსახურის მამა ილია ჭიღლაძის მოსაზრებებს ეხმიანება.
ირინა სარიშვილი ჭანტურია გაღიზიანებას გამოთქვამს ონლაინ-საიტებზე მის შესახებ გამოქვეყნებული ნიუსების კომენტარების ველში უცენზურო გამონათქვამებისა და მისი შეურაცხყოფის გამო და კომენტართა ავტორებს პასუხის გაცემას "თავისი სამართლით" ჰპირდება.
კიევის საგანგებო ეკონომიკურ სამიტზე კახა ბენდუქიძის მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებზე „ტაბულა“ წერს. გამოცემა აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რა რჩევა მისცეს ბენდუქიძემ და სამიტის სხვა სტუმრებმა უკრაინელებს.
"მწვანე კაცუნები" - ასე შეარქვეს უკრაინაში, ყირიმში გამოჩენილ, მწვანე კომუფლირებულ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ სამხედრო პირებს, რომლებიც უკრაინულ ბაზებს ბლოკავენ.
სევასტოპოლთან, სოფელ რეზერვნოეში მდებარე უკრაინულ სამხედრო ნაწილზე რამდენიმე წუთის წინ შტურმი დაიწყო.
პროკურატურა არ აპირებს, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს , - ამის შესახებ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა განაცხადა.