სასკოლო ,,ბუკების“ ნაცვლად განათლების სამინისტრო პირველკლასელებისთვის ,,სხვა ტექნიკის“ დარიგებას აპირებს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია,-ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტშიც ადასტურებენ.
დიდი ბრიტანეთის „ყველაზე მსუქანმა თინეიჯერმა“ 70 კილოგრამი დაიკლო და ფიტნესის მწვრთნელი გახდა.
„ნაციონალები“ ჩვენს თვალწინ ქვეყანაში ახალ მაიდანს ამზადებენ, ხელისუფლება კი მხოლოდ ლუღლუღებს- აცხადებს პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერის ვლადიმირ პუტინის ქანდაკებები ონლაინ აუქციონზე იყიდება.
უკრაინაში მასშტაბური გამოკითხვა ჩატარდა, შედეგად კი აღმოჩნდა რომ მოსახლეობის 80% ნატოში ინტეგრაციის მომხრეა.
ესპანეთ–პორტუგალიის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქ აიამონტეს პატარა კაფეში მომხდარ ინციდენტზე ინფორმაცია უკრაინული ბლოგოსფეროს ვებგვერდზე ვრცელდება.
ხუთი ტელეარხის გადამღებ ჯგუფებს დღეს, დილის საათებში ყირიმში თავსდაესხნენ.
ეუთოს სამხედრო სადამკვირვებლო მისიის ჯგუფი ყირიმში შესვლას ვერ ახერხებს. სამხედრო სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც 40-მდე დამკვირვებლისგან შედგება უკვე იმყოფება ყირიმის საზღვართან, მაგრამ ნახევარკუნძულზე ვერ შედის,-ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
ყირიმის პრორუსული ხელისუფლება აცხადებს, რომ რადგან კანონიერად ყირიმი უკვე რუსეთის ტერიტორიაა, აქ უკრაინული არმია განიხილება, როგორც ოკუპანტი.