
მარტვილის რაიონის სოფელ ინჩხურში გახშირებული ქურდობის ფაქტების შესახებ "ფეისბუქზე" "ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის ორგანიოზაციის გვერდი იტყობინება.
"მორიგი ქურდობა მოხდა მარტვილის რაიონის სოფელ ინჩხურში, სადაც ზურაბ წოწორიას ოჯახიდან ქვაბები, ბიჭა უჩავას ოჯახიდან კი 10 ცალი ქათამი მოიპარეს.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ იმავე სოფელში ვაჟა უჩავას ოჯახიდანანაც ქვაბები მოიპარეს", - წერს ორგანიზაცია "ფეისბუქზე".
"აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, დაზარალებულებს მომხდარის შესახებ პოლიციისთვის განცხადებით არ მიუმართავთ.