
"ლენტა.რუ"–ს რედაქცია სამსახურიდან გათავისუფლებულ რედაქტორს სოლიდარობას უცხადებს. „ლენტა.რუ“-ს რედაქციის 79 თანამშრომლიდან უმრავლესობა მზად არის სარედაქციო კოლეგია დატოვოს.
რამდენიმე დღის წინ „ლენტა.რუ“-ს მთავარი რედაქტორი, გალინა ტიმჩენკო იქნა სამსახურიდან დათხოვნილი. „ლენტა.რუ“-ს რედაქციამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მომხდარი საინფორმაციო სააგენტოზე ზეწოლის ნიშნებს შეიცავს:
„სამწუხაროდ, ეს საშტატო გადაწყობა არ არის, სწორედ ამიტომ, საჭიროა გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ცვლილებები პირდაპირი ზეწოლაა „ლენტა.რუ“-ს სარედაქციო კოლეგიაზე.
დამოუკიდებელი რედაქტორის გათავისუფლება კრემლის პირდაპირი ბრძანებით განხორციელდა, ეს თავისუფალი მედიის უფლებების დარღვევაა“, - ნათქვამია რედაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.