მომღერალმა ნანუკა ქარუხნიშვილმა, რომელიც მსმენელის წინაშე სცენური სახელით NANO წარდგება, ახალი მუსიკალური ნამუშევარი – „მიყვარხარ“ ჩაწერა.
მუსიკის ავტორი ნიკა ადიკაშვილია, ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს, ხოლო არანჟირებაზე ზაზა ხუბუკეკაშვილმა იმუშავა.
NANO-ს ახალი ნამუშევარი თანამედროვე ჟღერადობითა და ემოციური შესრულებით გამოირჩევა, რაც სიმღერას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. „მიყვარხარ“ იმ მსმენელებისთვისაა, ვისაც სიყვარულზე შექმნილი გულწრფელი და მელოდიური სიმღერები იზიდავს.
ახალი კომპოზიციით NANO სთავაზობს მსმენელს მუსიკალურ ისტორიას, რომელიც სიყვარულის ყველაზე თბილ და დასამახსოვრებელ განცდებს ასახავს.
სიმღერის მოსმენა დღეიდან უკვე შესაძლებელია რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში FM 98.9-ზე. მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ NANO-ს (ნანუკა ქარუხნიშვილის) ახალი ნამუშევარი „მიყვარხარ“ სწორედ რადიოს ეთერიდან მოისმინონ და შეაფასონ.