
"კარგი ფილოსოფოსი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს სამედიცინო სფეროში, შეიძლება იყოს თუ არა კარგი ექიმი?"- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრს სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე მარიამ ქობალიამ ჰკითხა.
პრემიერმა კითხვის დაკონკრეტება მოსთხოვა, რადგან ვერ მიხვდა თუ რას ან ვის გულისხმობდა სტუდენტი.
"ეს კითხვა გამიჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავ ფეხბურთელს ენერგეტიკის მინისტრად, ვხედავ, რომ შს მინისტრი არ არის იურისტი, გენერალურ პროკურორს ვხედავ დამნაშავედ. უსამართლობის შეგრძნება მიჩნდება, რომ განათლებამ საერთოდ აზრი დაკარგა", - უთხრა სტუდენტმა პრემიერს.
პრემიერ-მინისტრის თქმით კი, არ აქვს ამ კითხვაზე პასუხი , გარდა იმისა, რომ ეს მინისტრები ეფექტურად მუშაობენ.
"თქვენ მინისტრების კომპეტენტურობის საკითხი დააყენეთ. არ ვიცი როგორ გიპასუხოთ. მე მგონი ეფექტურად მუშაობენ ეს ადამიანები და თუ რაიმე კითხვები აქვს ვინმეს, სიამოვნებით მოვისმენ", - აღნიშნა პრემიერმა.