
ბათუმში შუახნის ქალბატონი ზღვაში დაიხრჩო. სავარაუდოდ ის ზღვაში თვითმკვლელობის მიზნით შევიდა. შემთხვევა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან ქალი ზღვაში შევიდა, რამდენიმე წუთში კი ჩაიძირა.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მალე მივიდნენ, თუმცა მათ ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.