
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინტბამ უკრაინელი ჟურნალისტების დაკავების შესახებ კომენტარი გააკეთა. მან გამოცემა LifeNews-თან დაადასტურა ჟურნალისტების დაკავებისა და დაკითხვის შესახებ დილით გავრცელებული ინფორმაცია.
მისი განცხადებით, ჟურნალისტებმა აფხაზეთში მოქმედი კანონი აკრედიტაციის გავლის შესახებ დაარღვიეს და მატი დაკავებაც ამიტომ მოხდა.
“ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ უკრაინული ტელეარხის ჟურნალისტები 2 საათის განმავლობაში იყვნენ დაკავებულნი და მათ უშიშროების სამინისტროში კითხავდნენ. მათი დაკავების ფაქტს არანაირი ნაციონალური ინტერესები არ ჰქონია, უბრალოდ მათ უხეშად დაარღვიეს აკრედიტაციის წესები და უკანონოდ იმყოფებოდნენ რესპუბლიკაში. ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ზომები და უკრაინელი ჟურნალისტები დეპორტირებულ იქნენ აფხაზეთის ტერიტორიიდან”-განაცხადა ხინტბამ.