
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა საკუთარი დიპლომი წარმოადგინა.
შიხიაშვილის მიერ გავრცელებული დიპლომით ირკვევა, რომ იგი 1990 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, 1996 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. შიხიაშვილს 1996 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია მიენიჭა.