საზოგადოება

უკრაინაში, ბანჩენის ეპისკოპოსმა ლონგინოზმა რუსეთის პატრიარქთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, ბანჩენის ეპისკოპოსმა ლონგინოზმა ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა რუსეთის პატრიარქ კირილესთან და შეწყვიტა მისი მოხსენიება.

>>>

განმუხურის სანაპირო ზოლისა და ბულვარის ნაწილი გაიყიდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის სანაპირო ზოლი და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით ელექტრონული აუქციონის წესით გაიყიდა. აუქციონი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

>>>

დაანონსებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები ვანო მაჭავარიანს გაუგზავნეს

პოლიტიკოსებისა და ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერები, რომელთა გამოქვეყნება ბოლოს გავრცელებულ კადრებში დაანონსდა, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ვანო მაჭავარიანს "ფეისბუქზე" გაუგზავნეს.

>>>

Umbrella ქართველ სამართალდამცველებს პროტესტს უცხადებს და თვითლიკვიდაციას აცხადებს

ე.წ. მოხალისე ჰაკერთა ჯგუფი Umbrella, რომელმაც მოქალაქეთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით საქმიანობა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო და უამრავ მოქალაქეს დაეხმარა, საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

>>>

ციხისძირიდან ორ კიპარისსაც ზღვით გადაიტანენ

ციხისძირის სანერგე მეურნეობიდან ორი ჭაობის კიპარისის გადატანა შეკვეთილში იგივე მეთოდით იგეგმება, რა მეთოდითაც ტიტის ხე გადაიტანეს - ბარჟის საშუალებით და ზღვით. სამი ხე აჭარის მთავრობამ კომპანია "ზიმოს" 6.200 ლარის სანაცვლოდ გადასცა. 

>>>

მწვანეთა პარტიის მდივანი: "იმ ხეს დაეწერება, საიდანაა და იქნება ციხისძირის რეკლამა"

მწვანეთა პარტიის საერთაშორისო მდივანი მერაბ შარაბიძე აცხადებს, რომ ხეების გადანერგვა არანაირ რისკს არ შეიცავს, ხოლო ჭაობის კიპარისი და ტიტის ხე არაა ძვირფასი ხეები და წითელ წიგნშიც არაა შეტანილი. ამასთან, მწვანეთა პარტიის წარმომადგენლის თქმით, რაც მოხდა, უნიკალური ექსპერიმენტია და შესაზლებელია, ციხისძირის რეკლამადაც იქცეს.

>>>

"მოაწექით ბარჟას, თორემ დაგვერხა, შტორმი გვისწრებს!“ - რა ხდებოდა შეკვეთილთან

გაზეთი "ვერსია" აქვეყნებს სტატიას „მოაწექით, თორემ ,,დაგვერხა!“, სადაც გაზეთის კორესპონდენტი გიორგი სირაძე შეკვეთილში გიგანტური ტიტის ხის ზღვიდან ხმელეთზე გადმოტანის მცდელობის დროს მიმდინარე პროცესებს აღწერს. 

>>>

დავით ლორთქიფანიძე ინგა გრიგოლიას შვილს ემუქრება: "ამას ასე არ დავტოვებ..."

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე, რომელმაც ინგა გრიგოლიას პირადი ცხოვრების კონტექსტში მიმართა და საპასუხო რეპლიკა, მოგვიანებით კი ინგა გრიგოლიას ქალიშვილის მკაცრი პასუხი დაიმსახურა, აცხადებს, რომ გრიგოლიას შვილის აგრესიის უპასუხოდ დატოვებას არ აპირებს. 

>>>

საბჭოთა საქონელმცოდნის ქალიშვილი: სსრკ-ს პროდუქტების ხარისხიანობა - მითია

იმ მოქალაქეებს, რომლებიც ტუალეტში ხმარობდნენ ტოქსიკური პოლიგრაფიული საღებავით დაბეჭდილ გაზეთებს, ახლა კი გული წყდებათ საბჭოთა ძეხვზე, განვუმარტავ:

>>>

ფოთში მსაჯი დაჭრეს

ფოთში, თბილისელი და ბათუმელი მორაგბეების შეხვედრის საყაიმო ანგარიშით დასრულების შემდეგ, მოედანზე არეულობის დროს, 21  წლის მსაჯი ნიკო ამაშუკელი დაჭრეს. მას ჭრილობა ფეხში აღენიშნება. ამაშუკელი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მალევე გაწერეს. ინფორმაციას სპორტული რადიო "ჯაკო ფმ" ავრცელებს. 

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?