დავით ლორთქიფანიძე ინგა გრიგოლიას შვილს ემუქრება: "ამას ასე არ დავტოვებ..."

Image

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე, რომელმაც ინგა გრიგოლიას პირადი ცხოვრების კონტექსტში მიმართა და საპასუხო რეპლიკა, მოგვიანებით კი ინგა გრიგოლიას ქალიშვილის მკაცრი პასუხი დაიმსახურა, აცხადებს, რომ გრიგოლიას შვილის აგრესიის უპასუხოდ დატოვებას არ აპირებს. 

 

„მე ამას ასე არ დავტოვებ. მე ვაპირებ ამასთან დაკავშირებით პრესკომფერენცია გავმართო და სერიოზული განცხადება გავაკეთო...ამასთან დაკავშირებით მე მართლა გავაკეთებ სერიოზულ განცხადებას და, რასაკვირველია, პრესაც და ტელევიზიაც იქნება ინფორმირებული, რატომ აქვს ინგას შვილს აგრესია და საიდან მოდის ეს ყველაფერი!..

 

სხვათაშორის მე არ ვიცოდი, მისი გამოხტომის შემდეგ დამირეკა ასეულობით ადამიანმა, ბევრმა გამახსენა რაღაც თემები,სადაც პირადად იკვეთება ინგას შვილის... იკვეთება კი არა პირდაპირ ჩანს, ვისი გუნდის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამაზე გავაკეთებ განცხადებას ამ კვირის განავლობაში.

 

სხვათაშორის არც ეს ვიცოდი და მითხრეს, რომ ეს გოგონა ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი... მე არ ვკითხულობ ვინ რატომაა შეყვარებული, ვის სად ყავს შეყვარებული... თუმცა მე არ გამიკვირდება, ზოგიერთის ყოფილი ან ახლანდელი შეყვარებული მაღალჩინოსანიც რომ აღმოჩნდეს. აწი ბევრი რაღაცით დავინტერესდები და ძალიან საინტერესოდ განვოთარდება მოვლენები.“-აცხადებს საპარლამნეტი უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე. 

 

"მოგესალმებით, შეყვარებულო ქალბატონო ინგა!", - ასე მიესალმა ტვ "პირველის" სტუდიაში მიწვეული დავით ლორთქიფანიძე ინგა გრიგოლიას, თუმცა, როცა წამყვანმა რეპლიკის გამეორება სთხოვა, უკან დაიხია და ფრაზა მთლიანად მხოლოდ მას შემდეგ გაიმეორა, რაც ინგა გრიგოლია მესამედ დაეკითხა.

 

ინგა გრიგოლიას ქალიშვილი დეპუტატის უტაქტობამ აღაშფოთა და მას "ფეისბუქზე" გასცა პასუხი: 

 

"ეღადავე შენი ოჯახის წევრებს შე ქათამო! უტაქტო! უნამუსო! თავხედო! და თუ ამბობ, ნუ ჩმორდები მერე და ბოლომდე იკაცე, შე ქალო!", - დაწერა მან სტატუსად ეთერის შემდეგ. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !