
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის სანაპირო ზოლი და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით ელექტრონული აუქციონის წესით გაიყიდა. აუქციონი ცოტა ხნის წინ დასრულდა.
აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა მსურველმა მიიღო და მან საბოლოო ფასი 2 266 500 ლარი დააფიქსირა, რომლის გადახდისთვის აუქციონის წესების თანახმად, 30 კალენდარული დღე განისაზღვრა. ამ დროისთვის მყიდველის ვინაობა უცნობია.
აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია ქონების შეძენასთან ერთად აღნიშნულ ტერიტორიაზე 3 წლის განმავლობაში მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
წყარო: ტელეკომპანია "ოდიში"