
პოლიტიკოსებისა და ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერები, რომელთა გამოქვეყნება ბოლოს გავრცელებულ კადრებში დაანონსდა, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ვანო მაჭავარიანს "ფეისბუქზე" გაუგზავნეს.
ამის შესახებ განცხადება ტვ "პირველის" პირდაპირ ეთერში თავად მაჭავარიანმა გააკეთა. მისი თქმით, მასალა "ფეისბუქზე" გაურკვეველი მისამართიდან მიიღო, საიდანაც წერდნენ, რომ ხომ არ ჰქონდა სურვილი გაცნობოდა ამ მასალებს, თუმცა მაჭავარიანის თქმით მას ლინკები არ გაუხსნია. მაჭავარიანმა ასევე, აღნიშნა, რომ მისი "ფეისბუქის" გვერდი უკვე რამდენიმე დღეა გათიშულია.
"პირველი რადიო"