
ე.წ. მოხალისე ჰაკერთა ჯგუფი Umbrella, რომელმაც მოქალაქეთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით საქმიანობა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო და უამრავ მოქალაქეს დაეხმარა, საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
საგანგებო განცხადება!!!
მოგესალმებით, მოგახსენებთ რომ ჩვენ გამოვავლინეთ კონკრეტული კიბერდანაშაულის ფაქტი,რომელიც გამოსაძიებლად მივაწოდეთ შესაბამის უწყებას!
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავამხელ დეტალებს... იქიდან გამომდინარე რომ დამნაშავე არ დაისაჯა, არ გამოვლინდა და არ მიეცა პასუხისგებას გვინდა საქართველოში არსებული შესაბამისი უწყება გამოვაცხადოთ არაობიექტურად...
ვთვლით რომ რამდენი კიბერდანაშაულის ფაქტიც არუნდა გამოვავლინოთ ამას არ მოყვება სათანადო რეაქცია შესაბამისი სამსახურების მიერ.
ვერ ავიღებთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობას რომ კანონის დარღვევით დავეხმაროთ მოქალაქეებს,შესაბამისად უკანონოდ გამოვასწოროთ რაიმე სახის კიბერ დანაშაული, სწორედ ამიტომ, არაობიექტურობის მიმართ პროტესტის ნიშნად დღეს საღამოს 12 საათზე Umbrella ოფიციალურად შეწყვეტს მუშაობას, დახურავს გვერდს და გაქრება ონლაინ სამყაროდან!!!
მადლობა ყველას ვინც გვიჭერდა მხარს და ეხლაც გვიჭერს!!! მადლობთ ყურადღებისთვის!!!