თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
23 წლის თათია დგებუაძეს დახმარება სჭირდება. მას ძვლის ავთვისებიანი იუნგის სარკომა დაუდგინდა.
"რუსთავი-2" 22 წლისაა. გადაცემაში "დილა მშვიდობისა, საქართველო!" სამაუწყებლო კომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი სამ შვილთან ერთად ჩაერთო და "რუსთავი-2"-თან დაკავჭშირებულ პროცესებთან ერთად, მოსალოდნელ ამინდის პროგნოზზეც ილაპარაკა.
ხადის ხეობაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "2030"-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე დაიღუპა. ინფორმაციას 2030news ავრცელებს. ზვიად თხელიძის ცხედარი გამთენიისას მაშველებმა იპოვეს.
„ესეც ჩემი მე-17“ - ეს იყო ბოლო, რუსულად ნათქვამი სიტყვები, რაც გიგა ოთხოზორიამ სიკვდილის წინ გაიგო - ოკუპანტი, რომელმაც მას საკონტროლო ტყვია დაახალა, მოკლულ ქართველებს ითვლიდა. ამის შესახებ გაზეთ "ქრონიკა პლუსსა" და ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმის" სიუჟეტშია აღნიშნული.
როგორც გიგა ოთხოზორიას მკვლელს, ასევე აფხაზეთის მიწაზე იმ ათეულობით ქართული ოჯახის ამწიოკებელს, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. - ამის შესახებ თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ბაჩო ახალაია საგანგებო განცხადებაში აღნიშნავს, რითაც ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ეხმიანება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, თუმცა, „აფხაზეთის ხმამ“ მასთან კონტაქტზე გასვლა მოახერხა.
"აფხაზეთის ხმას" მიაწოდეს დეპეშის ასლი, რომელიც ხურჩაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული გიგა ოთხოზოარიას ოჯახმა ცოტა ხნის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო.
ჯერ კიდევ საცდელი, მაგრამ განახლებული მაუწყებლობითა და განახლებული საეთერო ბადით ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმა“ უკვე წარდგა მაყურებელთა წინაშე.
ნიჟეგოროდის ოლქის ქალაქ სერგაჩში შოკისმომგვრელი ფაქტი მოხდა: 3 წლის ბავშვის მთვრალმა დედამ და მისმა მეგობრებმა გოგონა, პრაქტიკულად, ფრენბურთის ბურთის ფუნქციით გამოიყენეს: მათ აივანზე თოკი გააბეს და ბავშვს ერთმანეთს უგდებდნენ.