გია კორკოტაშვილმა ტრიო "დარბაზთან" ერთად მონაწილეობა მიიღო რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე, გადაცემაში "Вечерний Ургант", სადაც ასევე, მიწვეული იყო ცნობილი რუსი მომღერალი ლუბოვ უსპენსკაია. მასთან ერთად "კარკატაშვილმა"(როგორც ურგანტმა წარადგინა) რუსული სიმღერა შეასრულა.
სუნამო "კრასსნაია მოსკვა" იყო ის საჩუქარი, რაც საკრებულოს წევრ ქალებს კოლეგა-მამაკაცმა, დაგომისიდან ჩამოსულმა თენგიზ ხარჩილავამ მიართვა.
ციხისძირში ჩასულმა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მითითება მისცა ხეების გადატანით დაკავებული კომპანიის წარმომადგენლებს, რომ პროცესი შეაჩერონ, სანამ "ყველაფერი გაირკვევა". ამის შესახებ კომპანია "ზიმოს" დირექტორმა განაცხადა.
თბილისში დაბადებული მენეჯერი და პროდიუსერი ჯორჯიო გომელსკი, რომელიც სახელგანთქმულ ჯგუფებთან Rolling Stones, Led Zeppelin, Yardbirds, Gong და Soft Machine მუშაობდა, 83 წლისა, ნიუ-იორკში გარდაიცვალა.
"მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ არ აპირებს მის ხელთ არსებული წილის გაყიდვას. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
ტელეკომპანია "გურჯაანი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ კახეთის ერთერთ სოფელში არასრულწლოვანთა ინცესტის შედეგად გოგონა ძმისგან დაორსულდა და ამ დროისთვის ორსულობის მე-8 თვეშია.
კომპანია „ბილაინი“ უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსულ კომპანია „ვიმპელკომთან“ შეთანხმებით ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიის მომსახურე სერვერების გადატანას რუსეთში გეგმავს.
მონიტორინგის ცენტრ მედიატორის ინფორმაციით, 2015 წლის დეკემბერში თბილისის მერიასა და გამგეობებში გაცემულმა პრემია-დანამატებმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს.
„რას აპირებს ხელისუფლება და როგორ“, რამდენად ერთგულია იგი წინასაარჩევნო დაპირებების ან დემოკრატიული ღირებულებებისა, ყველაზე ზუსტად იმ სახელმწიფო ორგანოში ჩანს, რომელიც, ტრადიციულად, ნაკლებ ყურადღებას იპყრობს ხოლმე არჩევნებიდან - არჩევნებამდე.
მოძრაობა "დააპურე საქართველოს" ინიციატორი დავით გაჩეჩილაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვანდალებმა პეკინის ქუჩაზე განთავსებული "მადლიანი მაგიდა", სადაც საკვები ნებისმიერ მსურველს მიჰქონდა, დაარბიეს.