
ციხისძირის სანერგე მეურნეობიდან ორი ჭაობის კიპარისის გადატანა შეკვეთილში იგივე მეთოდით იგეგმება, რა მეთოდითაც ტიტის ხე გადაიტანეს - ბარჟის საშუალებით და ზღვით. სამი ხე აჭარის მთავრობამ კომპანია "ზიმოს" 6.200 ლარის სანაცვლოდ გადასცა.
კიპარისები ხე ტიტას მსგავსად ურეკში მშენებარე საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე უნდა დაირგოს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს. ხეების გადარგვისა და ტრანსპორტირების მეთოდი იგივე იქნება, კიპარისების გატანაც ზღვით იგეგმება.
კომპანია “ზიმოს” წარმომადგენლის ირაკლი შანავას განმარტებით, დარჩენილი ორი ხის გადასატანად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება, თუმცა, გადატანის ზუსტი დრო ჯერ ცნობილი არ არის. ამასთან კომპანიის წარმომადგენლები სპეციალისტებთან კონსულტაციების გავლას გეგმავენ თუ როდისთვის დაგეგმონ გადარგვის სამუშაოები, რათა მცენარე არ გახმეს.
წყარო: ajaraonline.ge