
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, ბანჩენის ეპისკოპოსმა ლონგინოზმა ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა რუსეთის პატრიარქ კირილესთან და შეწყვიტა მისი მოხსენიება.
ამის მიზეზად მღვდელმთავარმა პატრიარქ კირილისა და რომის პაპ ფრანცისკის შეხვედრა დაასახელა და განაცხადა, რომ პატრიარქს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა, ხოლო პატრიარქ კირილის მიერ რომის პაპთან ერთად ხელმოწერილ დეკლარაციას "კანონიკური დანაშაული" უწოდა.