მთელი ღამის განმავლობაში ხმაური იყო ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის (ბაზრის) ტერიტორიაზე. როგორც ადგილზე მყოფი მოვაჭრეები აცხადებდნენ, მერიის ზედამხედველობის სამსახური ბაზრის სავალ ნაწილებზე განთავსებული ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟს აპირებდა.
მედიაჰოლდინგი "აფხაზეთის ხმა" ამ სტატიით მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს, სასწრაფოდ იქნას მიღებული ზომები იმის გამო, რომ დაუდგენელმა პირებმა კიდევ ერთი უკანანო ფარული ჩანაწერი გაავრცელეს და სხვა ჩანაწერების გამოქვეყნებაც დააანონსეს.
ფსიქოლოგი, ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქში" წერს, რომ ვიღაც მის პროფილში შეღწევას ცდილობდა, თუმცა, ეს არ უკვირს იმასთან შედარებით, რაც ქვეყანაში ხდება. ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ "ორი კაცი უკვე სასიკვდილოდ გაიმეტეს", არჩევნებამდე კი კიდევ უფრო უარესს ელოდება.
ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საგანგებო განცხადებას ტვ "პირველის" ეთერში, საინფორმაციო პროგრამის დასაწყისშივე ავრცელებს და მოუწოდებს სამართალდამცველებს, აღკვეთონ უმსგავსობა, რომელიც ბოლო რამდენიმე საათია, "ფეისბუქზე" შეიმჩნევა.
რუსეთის სახალხო არტისტმა ვლადიმირ ნაზაროვმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მიმართა და მოუწოდა, გაათავისუფლოს ნადეჟდა სავჩენკო.
აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მეუღლე ნენსი - 94 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას CBS ავრცელებს.
ლატვიელმა მომღერალმა ლაიმა ვაიკულემ ჯანდაბაში გაგზავნა რუსი ჟურნალისტი, რომელიც დაინტერესდა, რა პრინციპით შეარჩია მომღერალმა უკრაინაში დაგეგმილი გასტროლების დროს ქალაქები.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს ახალი პოლიტიკურ ცენტრის "გირჩის" წარმომადგენელს იაგო ხვიჩიას. "გირჩის" კანონპროექტი მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ, პარლამენტმა პირველი მოსმენით ჩააგდო.
მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს პარლამენტში 2 მარტს განიხილავენ, თუმცა, ზურაბ ჯაფარიძეს ეჭვი აქვს, რომ დიდი ალბათობით, კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, ამიტომაც "გირჩს" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
გამოცემა "ბანკები და ფინანსები" დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას - პრობლემურ სესხებს ეხმიანება და იმ ამომღებ კომპანიებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც კლიენტებს ურეკავენ და ხისტად, ხშირად, უკანონოდ ემუქრებიან მათ.