იმის გამო, რომ ღამღამობით ტაძრის ეზო წყვილთა ინტიმური ურთიერთობის ადგილად იქცა, ღამის საათებში ბაგრატის ტაძრის ეზოში შესასვლელი დაიკეტება. გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა მიიღო. ინფორმაციას "ქუთაისი თუდეი" ავრცელებს.
ცნობილი რუსი იუმორისტის სემენ სლეპაკოვის პაროდია, რომელიც რუსეთის ზოგიერთ ქალაქს აშარჟებდა, Comedy Club-ში ვერ მოხვდა - ამის შესახებ რადიო "თავისუფლება" წერდა.
"ამბრელას" დამფუძნებელი ლუკა ფეიქრიშვილი, რომლის სახლში რამდენიმე დღის წინ ჩხრეკა ჩაატარეს და პირადი კომპიუტერი და რამდენიმე მეხსიერების ბარათი წაიღეს, პროკურატურის წინ შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ფეიქრიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
28 ივნისს 19:00 სთ-ზე " ვაჟა-ფშაველას" სახელობის თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართება სპექტაკლი „ბოშები“ ნ.დუმბაძის მოთხრობების მიხედვით. სპექტაკლში მონაწილეობას ღებულობს "აზდაკის ბაღის“ დასის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მოხალისე მსახიობები . რეჟისორი და იდეის ავტორი ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი გახლავთ.
44 წლის "კანონიერმა ქურდმა" დავით გერლიანმა, იგივე "დათო სვანმა", რომელიც უკრაინიდან დეპორტაციას დაუქვემდებარეს და თბილისში გადმოაფრინეს, საქართველოს დედაქალაქის აეროპორტი უპრობლემოდ დატოვა. თბილისში მისი ჩამოფრენა და აეროპორტის დატოვება "რუსთავი-2"-ის კამერამ გადაიღო.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცნობი პირები "რუსთავი-2"-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, როცა ოპერატორი და ჟურნალისტი ინტერვიუს იწერდნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ჩიორა თაქთაქიშვილთან. ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თავდამსხმელი მამაკაცი დაკავებულია.
"1924 წელსაც ყოფილა მსგავსი წყალდიდობა, მაგრამ დიდი მსხვერპლი არ მოჰყოლია. დღევანდელ პირობებში როცა ასეთი რამ ხდება, ეს მეტყველებს იმქაზე, რომ არ ვარგა მთავრობა", - ამბობს მანანა ბახია, 2015 წლის 13 ივნისს, წყალდიდობის დროს ტრაგიკულად დაღუპული დების - ინდირა და ლიზი ზარანდიების დედა.
13 ივნისის სტიქიის დროს, მაშინ, როცა უამრავი ადამიანი თბილისში, ახალ გზაზე მოვარდნილ ღვარცოფს ებრძოდა, ხოლო ვერეს ხეობაში, დატბორილი სახლებიდან ადამიანები ითხოვდნენ შვებას და იქ მაშველები ვერ მიდიოდნენ, ტრაგედიის ეპიცენტრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში ასეთ პირობებში სამაშველო საქმიანობისთვის გამოსადეგი ორი ფრანგული ვერტმფრენი „სუპერ პუმა“ იდგა.
დღეს, 11 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება რომელშიც „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარისგან შემოსავლების სამსახურთან მიმართებაში საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.
30 მაისს გამოქვეყნდა თქვენი წერილი. მიმოიხილავთ საკუთარ ხედვას წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ჩემთვის და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი შეხედულება ეკონომიკაზე. იმიტომ რომ არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ "ქართული ოცნებისთვის" თქვენი აზრი არის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია და გარდაიქმნება წინასაარჩევნო პროგრამად.