-
2014-01-31 13:29
საქართველოს პრეზიდენტი (2004-2013 წ.წ.) მიხეილ სააკაშვილი, ქაბულის ცენტრში კაფეზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად მწერალ ალექს პეტერსენის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
აღნიშნულის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს:
„ცუდი ამბავი შევიტყვე... ახალგაზრდა მკვლევარი და ავტორი ალექს პეტერსენი, ქაბულის ცენტრში კაფეზე ტერორისტული შეტევის დროს დაიღუპა.
ის ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ უკვე ძალიან საინტერესო პოლიტიკური წიგნების ავტორი გახლდათ.
მე მას 1 წლის წინ შევხვდი, როდესაც ჩემს ბიოგრაფიას წერდა. ალექსმა ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და სამწუხაროა, რომ მისი ცხოვრება ასე დასრულდა“, - წერს სააკაშვილი.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43