საზოგადოება

ატენში აღმართული სტალინის ბიუსტი ვარდისფრად შეღებეს

9 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში საზეიმოდ გახსნილი სტალინის ბიუსტი ვარდისფრად გადაღებეს. შეღებილი სტალინის ფოტოები "ფეისბუქზე" გავრცელდა. ბიუსტი ატენში ადრეც არსებობდა, თუმცა, დაზიანდა და ადგილობრივმა მცხოვრებმა აღადგინა, რის შემდეგაც მისი გახსნა 9 მაისს დაამთხვიეს. 

>>>

მოსკოვში ორი დედა არასრულწლოვანი შვილების ქალწულობას 600.000 რუბლად ჰყიდდა

მოსკოვში, ერთერთ სასტუმროში დააკავეს ორი პედოფილი და ორი დედა, რომლებიც პედოფილებს თავიანთ არასრულწლოვან ქალიშვილებთან პირველ სექსუალურ აქტზე შეუთანხმდნენ. შვილების ქალწულობა ქალებმა 600.000 რუბლად გაყიდეს.

>>>

ივანიშვილის კაპრიზების ასრულებისადმი პროტესტის ნიშნად თბილისის მერია თანამშრომელმა დატოვა

თბილისის მერიის მოქმედმა თანამშრომელმა ნინო ქაცარავამ სამსახური საკუთარი ნებით დატოვა და ეს იმით ახსნა, რომ მერია ბიძინა ივანიშვილის ყველა კაპრიზის ამსრულებელ სტრუქტურად გადაიქცა და მას ასეთ სტუქტურაში მუშობა არ სურდა.

>>>

ქართული ესტრადის ვარსკვლავები - პატარების დასახმარებლად

 

7 მაისს NightOffice დიდ საქველმოქმედო კონცერტს მასპინძლობს: ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლები იაშვილის კლინიკის ორი უმძიმესი პაციენტის, 3 წლის ბარბარესა (სპინალური ამინოტროპია) და 6 წლის ნანუკა დოლიძის (მწვავე ლიმპობლასტური ლეიკემია) დასახმარებლად ერთიანდებიან.

>>>

"დახმარება მომიხსნეს, საოჯახო ბიზნესი აქვსო, ათი წიწილია, ბებია, ბიზნესი?"

რუსთავი-2-ის გადაცემა "არჩევანში" ნაჩვენებ შიმშილობისთვის განწირულთა შორის ერთერთ უმძიმეს დღეში მყოფი მოხუცი ქალბატონიც იყო ნაჩვენები, რომელიც ბაღდათში, ფარღალალა ქოხში ცხოვრობს და სოციალური დახმარება მოუხსნეს, რადგან სახლში სამადლოდ ნაჩუქარ ათამდე წიწილს ზრდიდა, რაც საოჯახო ბიზნესად ჩაუთვალეს.

>>>

ივანიშვილი სააკაშვილთან საუბარს იხსენებს: "როგორ ვიკადრებ, ბოტანიკური ბაღი გავითავისო"

"რომელიღაცის (თბილისის ან ბათუმის ბოტანიკური ბაღის, - რედ.) გასხვისებას აპირებდა, რაღაც გეგმები ჰქონდა, რამდენიმე ზარი ზედმეტად გააკეთა, აირჩიე, რომელი გინდაო..." - ბიძინა ივანიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღთაგან ერთის პრივატიზებას აპირებდა, თავად კი უარი თქვა შეთავაზებაზე. 

>>>

ყიფშიძის ქუჩის მიმდებარედ, ახალაშენებული კორპუსი იწვის

ამ წუთებში ხანძარია თბილისში, თენგიზ აბულაძის ქუჩაზე. როგორც თვითმხილველებისგან გახდა ცნობილი, "არქი ჯგუფის" ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსი იწვის.

>>>

მშრალი მონაცემები და იმედი - სასწაული მოხდება!..

თავდაპირველად კისერთან გადიდებული ლიმფური კვანძი შეამჩნიეს და ექიმს მიმართეს, თუმცა, მან საგანგაშო ვერაფერი შენიშნა და მასთან მისულები დაამშვიდა, გაიწოვებაო... ცოტა ხნის შემდეგ, როცა წამონაზარდი არ გაქრა, ონკოლოგიური შემოწმება დღეს გაიარეს. დიაგნოზი თავზარდამცემია: ICD: C81.9, ჰოჯკინის ლიმფომა, III ბ სტადია... 

>>>

თბილისში "საქენერგოს" ყოფილ შენობაში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე "საქენერგოს" ყოფილი შენობა იწვის. შენობაში ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როცა ერთერთ დარბაზში მოზარდები ქორეოგრაფიის გაკვეთილზე იმყოფებოდნენ.

>>>

თბილისში განათების ბოძები და ქარისგან წაქცეული ხეები მანქანებს დაეცა

წაქცეული განათების ბოძები საბურთალოზე, ასევე საბურთალოზე, რამდენიმე დაზიანებული ავტომანქანა, რომელთაც წაქცეული ხეები დაეცა, საგანგებო რეჟიმზე გადასული სამაშველო სამსახური და უთვალავი გამოძახება 112-ზე - ასეთია თბილისში ღამით ამოვარდნილი ძლიერი ქარის პირველი შედეგები. 

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?