"ფეისბუქზე", ჯგუფში "გაიცანით სამარცხვინო მძღოლები" ვრცელდება ფოტო, სადაც ასახულია, როგორ გადაჰყავთ მსუბუქი ავტომანქანით თბილისის ერთ-ერთი ბაგა ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს აღსაზრდელები - ფოტოს მიხედვით, მსუბუქ ავტომანქანაში სალონის გარდა, ბავშვები საბარგულშიც სხედან.
საქართველოს მოქალაქემ, 29 წლის მამაკაცმა, რომელიც რუსეთიდან მისი დეპორტაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის განკუთვნილ დროებით იზოლატორში პირი ამოიკერა, - ამის შესახებ "სოჭინიუსი" იტყობინება.
თბილისთან ახლოს, დმანისთან მომხდარი მიწისძვრის ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა. ზოგან ბიძგები იმდენად მძლავრი იყო, რომ მოსახლეობამ სახლები დატოვა და განმეორებითი ბიძგების მოლოდინში ქუჩას მიაშურა.
Catch Me If You Can (დამიჭირე, თუ შეძლებ) - სტივენ სპილბერგის ამ ცნობილი ფილმის ქავერი გამოაქვეყნა "ფეისბუქზე" გუკა რჩეულიშვილმა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მისი დაკავება გუშინ ამაოდ სცადა - რჩეულიშვილი სახლში არ იმყოფებოდა, ხოლო დაკითხვაზე, სადაც დღეს 11 საათზე იყო დაბარებული, არ გამოცხადდა.
ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. ინფორმაციას გუკა რჩეულიშვილის დედაზე დაყრდნობით, "პირველი რადიო" ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, სადაც ასახულია, როგორ აყენებს შეურაცხყოფას "ნიკორას" კონსულტანტს რადიო "აფხაზეთის ხმის" დიჯეი მერსი სულხანიშვილი, კომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, სიტუაციის გარკვევამდე დიჯეი მოიხსნას ეთერიდან.
ზუგდიდში, სამთავრობო რეზიდენციაში, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციადაა ცნობილი, ტექნოპარკი განთავსდება. ამის შესახებ "კომერსანტი" ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომელიც ამბობს, რომ სიტყვიერი შეთანხმება შენობის გადაცემის შესახებ უკვე მიღებულია.
განმუხურის სანაპირო ზოლზე, რომელიც ცოტა ხნის წინ აუქციონის წესით შეისყიდა "პანორამა თბილისის" დირექტორის კუთვნილმა კომპანიამ, აგვისტოში 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა ჩაატარეს და სასტუმროს მშენებლობის გეგმა დაამტკიცეს.
"სასამართლომ აქიმიძეს და დვალს უნდა აღუდგინოს ნამუსი და პატიოსნება. ვხედავ, რომ "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით უკან არ იხევს "ოცნება", ანუ ბიძინა და მანდ დაეჯახებიან სწორედ კანონი და სიტყვის თავისუფლება", -