დღეს დილიდან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო კონსტრუქციების დაშლა დაიწყეს, თბილსერვის ჯგუფმა კი ტერიტორია დაასუფთავა.
შსს ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ 22 მარტს აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მანქანის მძღოლი, ვინც უკანა მხრიდან შეეჯახა წინ მიმავალ მანქანას, რომელმაც გაჩერებაზე დედა-შვილი იმსხვერპლა, დაკავებულია.
მედიაჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ დამფუძნებელი, მომღერალი ნინო ჩხეიძე უარყოფს ბოლო დროის განმავლობაში გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე რომ მედიაჰოლდინგი იხურება ან/და მისი გაყიდვაა დაგეგმილი.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ეწ ციანიდის საქმეზე აუდიო და ვიდეო მტკიცებულებათა ნაწილს აქვეყნებს.
ევროსასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება გააგრძელა. შეტყობინება სტრასბურგიდან სამაუწყებლო კომპანიის იურისტებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.
ვიცე პრემიერი კახი კალაძე, რუსთავი2-თან დაკავშირებული მოვლენების გამო ხელისუფლებისადმი გაჟღერებულ კრიტიკას ეხმაურება. კალაძის თქმით, დაუჯერებელია , რომ ყველა მედიასაშუელაბა და ოპოზიცია, რომელიც მხარს უჭერს ტელეკომპანიას, ნაციონალურ მოძრაობას დაექვემდებარა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის მდივან რეფერენტი , შორენა თეთრუაშვილი დაიკითხა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან ამოღებული იარაღი, ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის, - ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” განაცხადა.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დედაქალაქში, რომელიც ჯერაც მოუგვარებელია, დილისა და საღამოს საათებში ავტომობილით გადადგილებაა. საცობები თბილისში ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა და ის ავტომობილთან დაკავშირებული ცხოვრების ნაწილის თანმდევი პროცესიც გახდა.
მედიაჰოლდინგი "აფხაზეთის ხმა", მასში შემავალი მედიარესურსებით უერთდება "რუსთავი-2"-ის პროტესტს და მხარს უჭერს სამაუწყებლო კომპანიის ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ.