-
2016-07-09 22:15
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, სადაც ასახულია, როგორ აყენებს შეურაცხყოფას "ნიკორას" კონსულტანტს რადიო "აფხაზეთის ხმის" დიჯეი მერსი სულხანიშვილი, კომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, სიტუაციის გარკვევამდე დიჯეი მოიხსნას ეთერიდან.
"ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით თქვენი ანუ ჩვენი მსმენელების ერთგულნი. ძალზედ ბევრი შეტყობინება მივიღეთ თქვენგან, ყველაზე შესაბამისად სათითაოდ პასუხს ვერ გაგცემდით, ამიტომაც ამ პოსტით გვინდა გაცნობოთ რომ თქვენივე კატეგორიული მოთხოვნის შესაბამისად ვითარების გარკვევამდე მერსი სულხანიშვილი რადიო ეთერიდან მოხსნილია !!! გმადლობთ, რომ გვისმენთ და აქტიურობთ", - ამ განცხადებით გამოეხმაურა სკანდალს რადიო "აფხაზეთის ხმა".